2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in this site default language. You may click one of the links to switch the site language to another available language.

2018 წელს გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები; მნიშვნელოვანია, რომ ისინი აღსრულდეს და ჩვენი მოქალაქეების მოლოდინები გამართლდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს დროში გაწერილი გეგმების განხორციელებაში წარმატებები უსურვა.

„ჩვენ განვაცხადეთ 2018 წლის დროში გაწერილი გეგმა, რომელიც ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ, შედეგებიც მნიშვნელოვანი იქნება. მე ამაში ეჭვი არ მეპარება. ასე, რომ მინდა, წარმატება გისურვოთ ყველას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 212 times, 1 visit(s) today