2019 წელს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე 1 045.0 მლნ ლარამდე დაიხარჯება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას. C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია – 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

Visited 76 times, 1 visit(s) today