2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სდსს-ს თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2019 წლიდან სამხედრო მოსამსახურეებს, მესაზღვრეებს, სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობრივი სარგო გაეზრდებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და მათი სოციალური მხარდაჭერის ზრდის თვალსაზრისით.

„2019-2020 წლებში 7526 სამხედრო მოსამსახურეს ხელფასი წოდების მიხედვით 100-510 ლარით გაეზრდება. ამავე დროს, 2018 წლის ზაფხულიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 000-მდე თანამშრომლის ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა. ეს პროცესი გაგრძელდება და 2019 წლიდან თანამდებობრივი სარგო 250 ლარით გაეზრდებათ ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესაზღვრეებსა და სანაპირო დაცვის ხომალდების მომსახურე პერსონალს, დაახლოებით 2 900 ადამიანს. ასევე პირველი იანვრიდან იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებისთვის ხელფასების ზრდა. ხელფასი ასევე გაეზრდებათ სახელმწიფო დავის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Visited 112 times, 1 visit(s) today