საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის მზია გიორგობიანის განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. „განსაზღვრულია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენა. ეს პროგრამა იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილი – ე.წ. ქვეკომპონენტი. ამ ეტაპისათვის ვმუშაობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რათა მოსახლეობის უშუალო ჩართულობით სწორად მოხდეს პროექტების შერჩევა და ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შეჯერდეს თანხის ოდენობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა.
Visited 170 times, 1 visit(s) today