2019 იანვარში ტურიზმიდან შემოსავალი 5%-ით გაიზარდა

12/02/2019

2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%). ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისთვის საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მატებასთან ერთად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ვიზიტების წილის ზრდა და საერთაშორისო ტურიზმიდან მეტი შემოსავლის მიღება.
ეროვნული ბანკის წინასწარი მონაცემებით: 2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3,2მილიარდ დოლარს (ზრდა +18.4%), რაც 498 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
2018 წლის I-III კვარტლის ფაქტობრივი მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან შეადგენს 2,571 მილიონ დოლარს (ზრდა +20.5%), რაც 437 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0