2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით გურიაში შეხვედრა გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით გურიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, რეგიონში განსახორციელები პროექტების ფონდით მომავალი წლის დასაფინანსებელი პროექტების წინასწარი პრეზენტაცია წარადგინა.
პროექტი, რომელიც ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში უნდა განხორციელდეს გარკვეულ ეტაპებს გადის, იწყება მოსახლეობასთან შეხვედრებით, მათი საჭიროებების მოსმენით და გათვალისწინებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სოფლის პროგრამების მხარდაჭერაზე, ამბულატორიების, სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციასა და წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესებაზე.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების წარმომადგენლები, მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილეები, საკრებულოებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.

Visited 78 times, 1 visit(s) today