2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის პრაქტიკულად ახალი და სრულად გადააზრებული

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის პრაქტიკულად ახალი და სრულად გადააზრებული, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ. მისი განცხადებით, დოკუმენტში სრულადაა ასახული საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების რესურსები და მათი წყაროები, როგორც ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორების დაფინანსების მიმართულებით.

„ერთი მხრივ, ჩვენ შევეცადეთ, მაქსიმალურად შეგვემცირებინა ის ხარჯი, რომელიც არარელევანტური გახდა პანდემიის პირობებში. ასევე, მოგვეზიდა ფინანსური რესურსები ჩვენი პარტნიორებისგან და სწორედ ამ რესურსის ხარჯზე შეგვექმნა რამდენიმე პროგრამა. შეგახსენებთ, პირველ რიგში, ეს იყო სოციალური, შემდეგ ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტები, რომელიც, ასევე, მოიცავდა საკრედიტო-საგარანტიო სქემას, გაიმართა პრეზენტაციები სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი ღონისძიებების შესახებ. სულ ბოლოს, იყო დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა. სწორედ ეს ერთობლიობა ქმნის იმ ახალი ხარჯების მიმართულებას, რომლებიც ჩვენ დავაფინანსეთ, შევამცირეთ რა არსებული ხარჯები, რომელზეც ვთქვით, რომ აღარ არის პრიორიტეტული ამ ეტაპზე, ხოლო რაც დაგვაკლდა, მოვიზიდეთ ჩვენი დონორი ორგანიზაციებიდან,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, COVID-ის ფონდში აკუმულირებული და მობილიზებული თანხები მოხმარდება „კოვიდთან“ ბრძოლის ღონისძიებებს ან „კოვიდის“ შედეგად მიყენებული ზიანის კომპენსაციასა და ანაზღაურებას.

Visited 106 times, 1 visit(s) today