2021 წელს აჭარაში 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია და 140 კმ გზის საფარის მოწყობა განხორციელდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის საავტომობილო გზების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე დეტალურად გაეცნო აჭარაში საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. გაგრძელდება და სწრაფი ტემპით წარიმართება ახალი გზების და ხიდების მშენებლობა, არსებული გზების რეკონსტრუქცია და საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-მოდერნიზება. 2021 წელს აჭარაში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია 25 მიმართულებით 40 კმ-ზე მეტი ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა, მოხდება 100 კმ გზის ბეტონირება და 25 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება 230 საყრდენი კედლის მშენებლობა და 43 დამცავი ნაგებობების და წყალარინების მოწყობა.

Visited 55 times, 1 visit(s) today