2022 წლისთვის მასწავლებლის საშუალო ხელფასი 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლის ხელფასი – 2000 ლარს და მეტს მიაღწევს

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

განათლების რეფორმა მასწავლებლების, სპეციალური მასწავლებლების, სკოლის დირექტორებისა და ადმინისტრაციის სახელფასო პოლიტიკის ცვლილებას ითვალისწინებს.

როგორც მინისტრმა განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე აღნიშნა, 2018-2019 სასწავლო წელს გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი, მათ შორის, სპეც. მასწავლებელი.

მისივე თქმით, 2019-2021 წლებში ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. როგორც ბატიაშვილმა აღნიშნა, 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1500 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი – 2000 ლარს და მეტს.

Visited 136 times, 1 visit(s) today