2023 წლის ,,რუსთავის ახალი განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2023 წლის “რუსთავის ახალი განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა. “საქართველოს მთავრობის გვერდშიდგომით, რუსთავი შეძლებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ურბანული პროექტების განხორციელებას. სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო რუსთავში სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ასევე გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების” სახელმწიფო პროგრამა.

“მინდა, მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს ქალაქის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის. მე მჯერა, რომ ეს პროცესები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება” – განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა

მიმდინარე წელს, რუსთავში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტების, კულტურული და სპორტული პროგრამების განხორციელება და მუნიციპალური სერვისების რეფორმა იგეგმება. 2023 წელს განსაკუთრებული აქცენტი, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების, საგზაო ინფტასტრუქტრის მოწყობაზე გაკეთდება და გაგრძელდება სატრანსპორტო რეფორმა. რუსთავის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, შეადგენს 108 000 000 ლარს. 58 მილიონ ლარს აღწევს იმ გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება, რაც მიმდინარე წელს რუსთავში განხორციელდება. პრეზენტაციას, რწმუნებულთან ერთად რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახელობა ესწრებოდა.

Visited 74 times, 1 visit(s) today