21 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა ლენტეხის მუნიციპალიტეტი

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

21 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა მნიშვნელოვნად დააზარალა ლენტეხის მუნიციპალიტეტი, დაზიანებულია შიდა სასოფლო და ცენტრალური გზები, ასევე მწყობრიდანაა გამოსული სოფელ მუწდისთან დამაკავშირებელი ხიდი. მდინარე მუხრას ადიდების შედეგად, სოფელ ტვიბთან მისასვლელი საავტომობილო გზა დაზიანებულია. ასევე, პრობლემები შეიქმნა ხაჩეში-ბავარის მიმართულებით საავტომობილო გზაზე. მოძრაობა ორივე მიმართულებით შეფერხებულია. სტიქიის ზონაში მობილილზებულია ტექნიკა და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გზების აღდგენითი სამუშაოები. დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი და მერის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი.

Visited 133 times, 1 visit(s) today