21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21/10/2019

ვერძი
დღეს მაქსიმალური მოთმინება და ტაქტი უნდა გამოავლინოთ. თავი შეიკავეთ ემოციების გამოხატვისა და მწარე გამონათქვამებისგან. საღამოს მეგობრებს შეხვდით და იმხიარულეთ.

კურო
მთელ დღეს სხვებზე ზრუნვას მოანდომებთ. მათთვის სიკეთის კეთების სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა გარდერობის შესაცვლელად. საღამო საინტერესო მოვლენებით იქნება აღსავსე.

ტყუპი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე იქნებით. ზოგიერთს საბედისწერო შეხვედრა ელით. ზოგსაც თავიდან შეუყვარდება თავისი მეწყვილე.

კირჩხიბი
შეეხმიანეთ ნათესავებს და ეცადეთ, გააუმჯობესოთ მათთან დამოკიდებულება. საღამოს ყველას გემრიელი ვახშმით გაუმასპინძლდით. აგრეთვე კარგი დღეა ბინაში სიმყუდროვის შესაქმნელად.

ლომი
ნებისმიერი საქმე თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება; ყველა მზად იქნება თქვენს დასახმარებლად. საღამოს მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ. საინტერესო და საჭირო ადამიანების გაცნობა გელით.

ქალწული
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება ლატარიაში მოიგოთ. მიზნების მისაღწევად გავლენიანი ახლობლების შეწუხება მოგიწევთ.

სასწორი
კარგი დღეა სურვილებისა და იდეების განსახორციელებლად. ახლობელი ადამიანი მზრუნველობითა და სიყვარულით გაგანებივრებენ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის.

მორიელი
გარშემო
მყოფებისთვის თქვენ ავტორიტეტი ხართ და მათ დახმარებაზე უარი არ უთხრათ. აკონტროლეთ ემოციები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მშვილდოსანი
დღე საინტერესოდ და დასამახსოვრებლად ჩაივლის. გარშემო მყოფები კეთილი საქმეების ჩადენისკენ შეგაგულიანებენ. მეტი დრო და ყურადღება გმართებთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ.

თხის რქა
გარშემო მყოფების და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე პროექტები. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად.

მერწყული
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
მეტი პასუხისმგებლობა გმართებთ სამსახურის საქმების მიმართ. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად; უცხო ენის შესასწავლად, იმიჯის შესაცვლელად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0