22-ე ბატალიონის საპატრულო ოპერაცია ფარვანის პროვინციაში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში „მტკიცემხარდაჭერის“მისიაში მონაწილე საქართველოსშეიარაღებულიძალებისIIქვეითიბრიგადის22-ე ბატალიონის„ბრავო” ასეულმასოფელ აკაკხელშისაპატრულო ოპერაციაჩაატარა. ქართველი სამხედროების გარდა პატრულირებაში ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის არმიისქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
კოალიციური ძალების სამხედროები სოფლის უხუცესს – მალიკსშეხვდნენ და მისგან დასახლებაში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ადგილობრივი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. მალიკთან საუბრისას გაირკვა, რომ აკაკხელს ყოფითი პრობლემებიდან ყველაზე მეტად სასმელი წყლის ჭებისა და სხვა სოფლებთან თუ დასახლებულ პუნქტებთან დამაკავშირებელი ბოგირების გაუმართაობა აწუხებს. საპატრულო ჯგუფმა აღნიშნული საკითხები დაწვრილებით შეისწავლა, ინფორმაციაშეაგროვა და შემდგომი რეაგირებისთვის ამერიკული კონტინგენტის მეთაურობას უკვე გადაუგზავნა.
IIქვეითიბრიგადის22-ე ბატალიონიავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული.ქართული ქვედანაყოფი ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაშისრულისპექტრისოპერაციებსახორციელებს.

Visited 202 times, 1 visit(s) today