ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტში ლელოვანი-ამხერის საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 146 542 ლარი. გზის სიგრძეა 2.9 კმ. პროექტის სიკეთით ისარგებლებს ლელოვანისა და ამხერის მოსახლეობა -1431 ბენეფიციარი, აგრეთვე ტურისტები, რომლებიც თრიალას ტბების მოსანახულებლად გადაადგილდებიან.
გზის რეაბილიტიცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტების ნაკადის ზრდას ამ მიმართულებით. პროექტი დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.
ადგილობრივებს წლების განმავლობაში ამორტიზებული გრუნტის გზით სარგებლობა უწევდათ. ასფალტის საფარი პირველად იგება ამ სოფლებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ასევე სოციალური თვალსაზრისით -აღნიშნა კახა სამხარაძემ.

Visited 187 times, 1 visit(s) today