23-დან 28 სექტემბრამდე სოფ. ოსიაურთან მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

2018 წლის 23 სექტემბრიდან 28 სექტემბრამდე, შპს „იბოლია“ გეგმავს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ123-კმ128 მონაკვეთზე (სოფ.ოსიაური), გზის სავალ ნაწილზე გადმოსული ხის ტოტების მოჭრას. სამუშაოების წარმოების მომენტში, 07:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე, პერიოდულად 3-5 წუთით მოძრაობა რამდენჯერმე ჩაიკეტება. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 156 times, 1 visit(s) today