23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23/06/2018

ვერძი
ყველაფერს, რაც მოგესურვებად ვერ განახორციელებთ. თქვენი გადაწყვეტილება შეიძლება არ მოეწონოთ გარშემო მყოფებს. ეცადეთ, მათი სურვილებიც გაითვალისწინოთ.

კურო
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას. ეცადეთ, პარტნიორებთან შეთანხმებულად იმოქმედოთ.

ტყუპი
ნუ განაახლებთ ძველ კამათს. საღამოს მოერიდეთ საყვარელი ადამიანის ღალატს, საეჭვო საქმიანობაში ჩართვას.

კირჩხიბი
ნუ გექნებათ დიდი მოლოდინი. შეიძლება არ განხორციელდეს ჩანაფიქრი. დღეს თქვენი დახმარება სჭირდებათ ოჯახის წევრებს.

ლომი
გადახედეთ გეგმებს, ის, რისკენაც მიისწრაფით შეიძლება სულაც არაა წარმატების მომტანი. ნუ გექნებათ იმედი, რომ თქვენს გასაკეთებელს სხვა გააკეთებს.

ქალწული
გადახედეთ გეგმებს, იქნებ კორექტივებია საჭირო ან ზოგიერთი საქმის მიტოვება?.. ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

სასწორი
საინტერესო ადგილების მონახულების საშუალება მოგეცემათ. მეტი დრო დაუთმეთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას.

მორიელი
დილით მეტად დაისვენეთ, ბუნებაში გაისეირნეთ. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. აკონტროლეთ სიტყვები, ქცევა.

მშვილდოსანი
ცვლილებების დროა. ეცადეთ, შეინარჩუნოთ ის, რაც თქვენთვის ძვირფასია. ნუ გადავარდებით ილუზიებში, ნუ დაუჯერებთ ხალხს სიტყვაზე.

თხის რქა
მოაწესრიგეთ საბუთები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები “ცივი გონებით” მიიღეთ. ბიზნესმენებს შეიძლება საკადრო პოლიტიკის შეცვლამ მოუწიოს.

მერწყული
მოიშორეთ ყველა ის ბარიერი, რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება ახალ თანამოაზრეებთან ერთად მოგიწიოთ.

თევზები
გათავისუფლდით დრომოჭმული პრინციპებისგან, იმ საქმეებისგან, რომლებმაც ხარჯის მეტი არაფერი მოგიტანათ. გაუთავისუფლეთ ადგილი სიახლეებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0