23-25 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის მოეწყობა 3 დღიანი ლაშქრობა ხდის ხეობაში

16/08/2016

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის მირიან წიკლაურის ინიციატივით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ორგანიზებით და ყაზბეგის ეროვნული პარკის მეგობართა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით 23-25 აგვისტოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისათვის მოეწყობა 3 დღიანი ლაშქრობა ხდის ხეობაში.
ლაშქრობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს, მე-11-მე-12 კლასის მოსწავლეებსა და სტუდენტებს.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს : საძილე ტომარა, პარალონი, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი და სასურველია კარავი.
მსურველები დაუკავშირდით პროგრამა „საქართველოს მოხალისე“-ს წარმომადგენლებს 19 აგვისტოს 18:00 საათამდე შემდეგ ნომრებზე : 595990901 – ნინო ფიცხელაური, 591334239- გიგა ღუდუშაური.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0