24 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

24/08/2019

ვერძი
თქვენი საქმეების შეფერხება ზარმაცი და უპასუხისმგებლო ადამიანების ბრალია. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას.

კურო
საკუთარი ქცევით გარშემო მყოფებსაც აიძულებთ, რომ კეთილები და სხვების დამფასებლები იყოთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

ტყუპი
იმისათვის, რომ მომავალში წარმატებას მიაღწიოთ, გაერკვიეთ რა გსურთ. ზოგიერთი დიეტის დაწყებას გადაწყვეტს, ზოგიც – დაწყებული სწავლის გაგრძელებას.

კირჩხიბი
დახმარებისთვის ახლობლების შეწუხება ნუ მოგერიდებათ. რჩევა შეგიძლიათ სოციალურ ქსელის ჯგუფშიც იკითხოთ. კარგად გაანალიზეთ სიტუაცია, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ლომი
შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, ნათესავებს. ამ უკანასკნელებთან გააუმჯობესეთ დამოკიდებულება. ზოგიერთს სასიამოვნო სიურპრიზი ელის.

ქალწული
აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ. მოერიდეთ ურთიერთობას თქვენ მიმართ ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან.

სასწორი
გაანალიზეთ ის ცვლილებები, რაც თქვენს ცხოვრებაში ბოლო დროს მოხდა. ზოგიერთი კავშირის სამუდამო გაწყვეტა კარგს არაფერს მოგიტანთ.

მორიელი
ზედმეტი ემოციურობის გამო შეიძლება გაგიჭირდეთ საქმეების მოგვარება და გარშემო მყოფებთან მშვიდი საუბარიც კი. იყავით მოვლენების საქმის კურსში, მაგრამ ყველაფერს გულთან ახლოს ნუ მიიტანთ.

მშვილდოსანი
გონიერ და ენერგიულ ადამიანებთან გელით შერკინება. თავდაჯერებულად იმოქმედეთ და უფრო მეტად დატკბით სანახაობით.

თხის რქა
შეხვედრების, ტელეფონზე საუბრების დღეა. იყავით მოსიყვარულე ახალი და ძველი მეგობრების მიმართ. საქმიანი შეხვედრაც კი მეგობრულ გარემოში ჩაატარეთ.

მერწყული
დასვენების დღის მიუხედავად სამსახური საქმეები მაინც თქვენი მოსაგვარებელი გახდება. გაერკვიეთ თქვენს პირად ურთიერთობებში.

თევზები
რთული საქმეების მოგვარებას მარტივი გზებით ვერ შეძლებთ. იყავით დაკვირვებული სიახლეებისადმი. საღამო მეგობრული გარემოში გაატარეთ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0