24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, პირველად, ამ დღისადმი მიძღვნილ შეხვედრას საქართველოს პარლამენტი უმასპინძლებს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის (End TB) რეალიზაციის კუთხით ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს (Global TB Caucus) მიზნებისა და ამოცანების წარმოდგენა, ასევე, WHO-ს ევროპის რეგიონის ქვეყნების პარლამენტართა თანამშრომლობის საკითხი ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით.

Visited 167 times, 1 visit(s) today