24-25 აპრილს ზუგდიდში პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ გაიმართა, რომელშიც 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები ჩაერთვნენ. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შეჯიბრი სპორტის 6 სახეობაში – სპრინტში, ფეხბურთში, კალათბურთში, ჭადრაკში, ფრენბურთში და მაგიდის ჩოგბურთში ჩარდა. შესარჩევი ეტაპი საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალურ დონეზე გაიმართა, გამოვლენილი გამარჯვებული გუნდები კი ტურნირში ჩაერთვებიან.
სპორტული ფესტივალი რეგიონალურ დონეზე სტარტს 7 მაისს აიღებს და საქართველოს 12 ქალაქს მოიცავს.
საქართველოს თითოეულ რეგიონში გამოვლინდებიან გამარჯვებულები სქესთა ბალანსის დაცვით, რომელთაც გადაეცემათ მანავში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზური, თასები, მედლები და სხვა პრიზები.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში.