25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა

25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა. ამჟამად აღნიშნული სისტემის ფუნქციონერებასთან დაკავშირებული დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს, დაახლოებით 3-4 დღეში კი, აღნიშნული წყალსადენი სისტემა წყალმომარაგების აუზს შეუერთდება. მერმა, ანი მოსოიანმა განაცხადა, რომ 25 წლის შემდეგ, ეშტია-ნინოწმინდის წყალსადენის სისტემა ამუშავდა, რისთვისაც მადლობა გვინდა გადავუხადოთ შპს „გაერთიანებული წყალმომარაგების ნინოწმინდის კომპანიის” წარმომადგენლებს, რომლებმაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანლობასთან ერთად, ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხი ნაწილობრივ მოაგვარეს.

Visited 370 times, 1 visit(s) today