25 აგვისტოს ახალქალაქი-კარწახის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახი(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1 მონაკვეთზე, კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილია გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების ჩატარება. რის გამოც, 2018 წლის 25 აგვისტოს 04:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Visited 173 times, 1 visit(s) today