25 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25/12/2017

ვერძი
სწავლისა და ძლიერ კონკურენტებთან გაჯიბრების სურვილი გაგიჩნდებათ. მოიმატებს ცნობისმოყვარეობა და ურთიერთობის სურვილი. დროდადრო დაისვენეთ. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კურო
ერთმანეთში ნუ აურევთ რომანტიკას, კეთილ საქმეებსა და სამსახურებრივ ვალდებულებას. სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება.

ტყუპი
ზომიერება გმართებთ გრძნობებში, სიტყვებში, ქველმოქმედებაშიც კი. თქვენი კეთილი განზრახვა სხვამ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მოერიდეთ ინტრიგებს და ნუ გახდებით რამეზე დამოკიდებული (ალკოჰოლი, სიყვარული, წარმატება).

კირჩხიბი
ნუ ენდობით დაპირებებს. მოერიდეთ საეჭვო და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას. გაგიმძაფრდებათ ინტერესი საიდუმლოებებისა და ყოველივე დაფარულისადმი.

ლომი
დილა მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას, საქმიან მოლაპარაკებებს დაუთმეთ. საღამოს დაგეგმეთ მეგობრული შეხვედრა. მოერიდეთ ვირტუალურ ნაცნობობას (არ მოტყუვდეთ, გაეხვეთ აფერაში).

ქალწული
დღეს მომხდარი მოვლენები ახალ იდეებს გაგიჩენენ. თანამოაზრეებთან ერთად შეთანხმებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, არ გახდეთ რამეზე ან ვინმეზე დამოკიდებული.

სასწორი
კარგი ამბებისა და სასიამოვნო შეხვედრების დღე გელით. შეიძლება დღესასწაულზე სადმე გამგზავრება გადაწყვიტოთ. გაითვალისწინეთ დეტალები და თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მორიელი
საჩუქრების შეძენა, მგზავრობა ან დღესასწაულის მოწყობა თქვენგან დამატებით ხარჯს მოითხოვს. თავგადასავლების დღე გელით. განსაკუთრებით, საღამოს. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

მშვილდოსანი
ეცადეთ, საქმეებსა და სიყვარულში წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. ყურადღებით აირჩიეთ პარტნიორი ან გუნდი, ვისთან ერთადაც უნდა იმუშაოთ. ახალ საქმიან ნაცნობობასაც კი მსუბუქი, ფლირტის ხასიათი ექნება.

თხის რქა
დღეს წესებისა და რეჟიმის დაცვა არ გამოგივათ. მეტი ყურადღება გმართებთ საქმეების მიმართ, რადგან ოცნებებსა და მოგონებებში იქნებით ჩაძირული. გადაამოწმეთ ინფორმაციები, სამედიცინო დიაგნოზი.

მერწყული
გაგიუმჯობესდებათ განწყობა. შეძლებთ აღიდგინოთ რეპუტაცია კოლეგებში. კარგი დღე ელით პროგრამისტებსა და პედაგოგებს. მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად. მათგან პოზიტივით დაიმუხტებით.

თევზები
ნუ გაქვთ გრძნობა, თითქოს რამეს ვერ შეძლებ ან არ გამოგივათ. თუ მოინდომებთ, შეუძლებელს გააკეთებთ. მეტად გაიღიმეთ. დღეს უფრო საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0