25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

25/02/2018

ვერძი
ცვლილებების დღეა. ძირითადად – პირად ცხოვრებაში. შეიძლება გააქტიურდნენ ფარული მტრები. ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.

კურო
კარგი დღე ელით ბიზნესმენ, ვაჭრობის სფეროში მომუშავე ნიშნებს. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობისადმი. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან.

ტყუპი
გამოასწორეთ დაშვებული შეცდომები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. საღამოს შინ მოიპატიჟეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრები.

კირჩხიბი
მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი. იკონტაქტეთ პოზიტიურ ადამიანებთან. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი
ოჯახური დღესასწაულის მოწყობისა და სასიყვარულო თავგადასავლების დღეა. დღეს ყურადღების ცენტრში მოგინდებათ ყოფნა. მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან.

ქალწული
მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობებისა და ოჯახური კავშირების გაუმჯობესებას. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ. ეცადეთ, ჰარმონიამ დაისადგუროს ოჯახში.

სასწორი
უსიამოვნებებს მშვიდად შეხვდით. დიპლომატიურობა და იუმორის გრძნობა ყველა დაბრკოლებას დაგაძლევინებთ. საქმეები ისე დაგეგმეთ, რომ არ გადაიღალოთ.

მორიელი
მოერიდეთ ინტრიგებს, გაურკვევლობას ურთიერთობებში. დღეს საოჯახო ვალდებულებებს სამსახურის საქმეებს უნდა შეუთავსოთ. არ გადაიღალოთ არც ფიზიკურად და არც ემოციურად.

მშვილდოსანი
სანამ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამდეთ დაფიქრდით. სწორად შეარჩიეთ ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობას აპირებთ ან შინ უნდა მიიყვანოთ. ნუ დატოვებთ უყურადღებოდ ოჯახის წევრებს.

თხის რქა
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. შეიძლება პირადი ცხოვრების სფეროში. შეიძლება გაწყვიტოთ კავშირი ძველ პარტნიორთან და დაიწყოთ ახალთან, მიაღწიოთ ჰარმონიას საკუთარ თავთან.

მერწყული
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებთი იდეების განხორციელებას. იყავით მოზომილი, რეალურად შეაფასეთ მოვლენები, მოსაუბრე.

თევზები
აქტიურობა მოიმატებს. დაიწყეთ ან განაახლეთ საქმეები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გმართებთ პარტნიორისადმი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0