25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25/11/2019

ვერძი
დღეს თქვენ ისარგებლებთ დიდი წარმატებით, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ახალი ამბავი, რომელსაც დღეს გაიგებთ იქნება ძალიან მოულოდნელი და სასიახარულო მთელი თქვენი ოჯახისათვის. ხელსაყრელი მომენტია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევისათვის. ფრთხილად იყავით კომპიუტერთან.

კურო
დღეს არავის მიანდოთ. ვარსკვლავები გირჩევენ პატივისცემით მოეპყრათ და გაითვალისწინოთ როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის მოთხოვნილებებიც.

ტყუპი
დღეს რეკომენდებულია ჩვეული საქმით, უკვე დაწყებული პროცესებით დაკავება. თქვენი იმიჯისთვის მნიშვნელოვანი გლობალური ახალი ინიციატივები სხვა დროისთვის გადადეთ. ამის დროც მოვა!

კირჩხიბი
თქვენ პარტნიორს რთული ხასიათი აქვს. მისი გარეგნობა და ქცევის მანერა ძალიან მოგწონთ, განსაკუთრებით თუ ის თქვენი მეუღლე ან საწინააღმდეგო სქესის კოლეგაა. მისი არჩეული მოქმედების გზა კი ძალიან გაღიზიანებთ. დღეს გამწვავდება თქვენთან ერთ უღელში მყოფი ადამიანის მოთხოვნილებები: ყოფითი, საქმიანი, ფსიქოლოგიური, სოციალური და ფინანსური. ორივეს დაგჭირდებათ სიმტკიცე და საერთო შედეგებით დაინტერესება, რათა არ იჩხუბოთ.

ლომი
თქვენი მატერიალური წარმატების ალგორითმი მეტად მარტივია, რაც უფრო მეტს შრომობთ, მით უფრო მეტს გამოიმუშავებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური ასპექტი.

ქალწული
დასახული მიზნისთვის დაძაბული მუშაობა ფანატიზმში გადაიზრდება. შესანიშნავი დროა რეალური შედეგების, თვალსაჩინო წარმატების მისაღწევად. თქვენი შემოქმედება დაფასდება, დიდ წარმატებას მიაღწევთ თანამშრომლობით, ან სხვა ადამიანის კეთილდღეობაზე ზრუნვის შემთხვევაში

სასწორი
დღეს ხელსაყრელი მომენტია უძრავი ქონების მანიპულირებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოსთვის. ხოლო გადასვლა ან დოკუმენტების გაფორმება გადადეთ რამდენიმე დღით.

მორიელი
ხელსაყრელი მომენტია გრძელვადიანი კომერციული გარიგებისთვის, საქმიანი მოგზაურობისთვის. მანქანის, ტექნიკური მოწყობილობის, სამუშაო აღჭურვილობის შეძენისას გარეგანი ღირსებებით ნუ მოიხიბლებით, კარგად დაათვალიერეთ შიგთავსი და შეამოწმეთ მისი ფუნქციონირება.

მშვილდოსანი
ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც ვითარდება ქონებრივ-ფინანსური საფუძველზე, მეტად დაძაბული იქნება. მოსალოდნელია ემოციების ამოფრქვევა, პრეტენზიები და საქმიანი აქციების მითვისება. თქვენი მოკავშირეები პერიოდულად შეამოწმეთ საიმედოობაზე, პროფესიონალიზმზე.

თხის რქა
აქტიური და ენერგიული დღე გელით. საშუალება მოგეცემათ, კარიერაში მწვერვალები დაიპყროთ. გაგიმართლებთ საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

მერწყული
მაქსიმალური კონცენტრირება გააკეთეთ პროფესიული და კარიერული სიმაღლეების მიღწევაზე, მხოლოდ მატერიალური სტაბილურობის და უზრუნველყოფის შენარჩუნებით, საქმისადმი ინტერესის უქონლობით დროზე ადრე მოგბეზრდებათ მძიმე და მოსაწყენი სამუშაო.

თევზები
საქმის დაწყებისთვის კარგი პერიოდია . არ ღირს გამოიჩინოთ სიფიცხე,არ ინერვიულოთ. გექნებათ ბევრი შეხვედრა და მოლაპარაკება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0