26 მაისი ხელვაჩაურში საზეიმოდ აღინიშნა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. 25 წლისთავთანდან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართა.კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მაყურებლის წინაშე საზეიმო კონცერტით წარსდგნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოსახლეობას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარსანიძემ და ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ ბერიძემ მიულოცეს. ოფიციალურმა პირებმა 25 წლის წინ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
სპორტული შეჯიბრებები გაიმართა: სიმძიმეების აწევაში, დარცში და მკლავჭიდში. გამარჯვებულებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ და მოადგილემ ზვიად ხალვაშმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
დღესვე ღია ცის ქვეშ რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.

Visited 126 times, 1 visit(s) today