26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25/08/2017

ვერძი
თავგადასავლები გაგიტაცებთ. კარგი დღეა ექსტრემალური სპორტის, ექსკურსიისა და აქტიური დასვენებისთვის. თუმცა, გახსოვდეთ, რომ “სიფრთხილეს თავი არ სკივა”.

კურო
აქტიური და მიზანსწრაფული ხართ. მოიმატებს ავანტიურისადმი ლტოლვა. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. გაითვალისწინეთ მისი სურვილები.

ტყუპი
დღეს საინტერესო, უფროს ადამიანებთან მოგინდებათ საუბარი. მოერიდეთ უსიამოვნებას სასიყვარულო პარტნიორთან. აგრეთვე, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას.

კირჩხიბი
ახლობლებთან ურთიერთობისას გამოავლინეთ მეტი დიპლომატია. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას; ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას გაგებით უნდა მოეკიდოთ.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან ერთად, ეცადეთ, არ დაარღვიონ დღის რეჟიმი. საკუთარი თავის მიმართ იყავით მეტად კრიტიკული. საღამოს სამომავლო გეგმა შეადგინეთ.

ქალწული
დილა საოჯახო საქმეებს და ნათესავებთან ურთიერობას დაუთმეთ. პოზიტიური საღამო გელით. გაგიმძაფრდებათ ინტერესი თავაგადასავლებისადმი, გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

სასწორი
საქმეები და ვალდებულებები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ოჯახის წევრებთან. გაგებით შეხვდით საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას.

მორიელი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამოს მოიმატებს სითამამე, შემოქმედებითი საქმიანობისადმი და სასიყვარულო სფეროსადმი ლტოლვა.

მშვილდოსანი
იმოქმედეთ გააზრებულად, მოერიდეთ რისკს და გაუთვალისწინებელ ხარჯს. ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი. საღამოს იდეების განხორციელებას შეძლებთ.

თხის რქა
უმჯობესია, დღეს იყოთ დამკვირვებელი, ვიდრე მონაწილე. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. საღამოს ენერგიულობა მოიმატებს.

მერწყული
უფროსი ასაკის, საინტერესო ადამიანების გარემოცვაში მოგიდებათ ყოფნა, მათგან რჩევის მიღება. მეგობრებთან ერთად შეადგინეთ სამომავლო გეგმა. საღამოს მოერიდეთ ექსპერიმენტებს.

თევზები
ნუ გადავარდებით ილუზიებში, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან; ფულის ფლანგვას. იდეების განხორციელებაში მეგობრები დაგეხმარებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0