26 მაისი შიდა ქართლში

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

შიდა ქართლში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი გუბერნატორი, აკაკი მაჭუტაძე, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გორში მიმდინარე ღონისძიებებს დაესწრო და მონაწილეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ქალაქის მთავარ მოედანზე განთავსებულია საბრძოლო ტექნიკის გამოფენა. ასევე, ხელოვნების, გართობისა და სპორტული სივრცეები. წარმოდგენილია ენერგეტიკის სამინისტროს ლოკაციაც, სადაც განთავსებულია მაკეტი თუ როგორ წარმოიქმნება ელექტროენერგია და რა გზას გადის ნათურის ანთებამდე. ასევე, მიტროფონე ლაღიძის ისტორია, როგორც მეცენატის რომელმაც ქუთაისის ელექტრო სადგური აუშენა.მთელი დღის განმავლობაში კონცერტები, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები იღებენ. დღის ბოლოს ღონისძიებებს გალა კონცერტი დახურავს, რომელიც გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

Visited 187 times, 1 visit(s) today