26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს ახალციხეში მასშტაბურად აღნიშნავენ

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული სამხედრო ტექნიკის გამოფენით დაიწყო.

პარალელურად ახალციხის ციხის ტერიტორიაზე
მიმდინარეობს სპორტული და კულტურული ღონისძიებები, პატარებისათვის თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაგრძელდება კონცერტით ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი ახალციხელი მაყურებლების წინაშე წარსდგებიან ქართული ესტრადის მომღერლები დათუნა მგელაძე, თიკა მახალდიანი, ჯგუფი “ფორტე“, ჯგუფი „რეგიონი“. ღონისძიება საქართველოს ჰიმნითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

Visited 213 times, 1 visit(s) today