27 ოქტომბერს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება

27/10/2017

UNESCO-ს გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება.
საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულია უძველესი აუდიოვიზუალური დოკუმენტები.
უძველესი ფოტოები გადაღებულია ალექსანდრე ივანიცკის მიერ 1858 წელს, რომლებზეც ასახულია თბილისისა და მცხეთის ხედები.
პირველი ფონოჩანაწერი თარიღდება 1901 წლით. ჩანაწერში შემონახულია ლოტბარ ალექსანდრე კავსაძის ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები.
პირველი დოკუმენტური კინოსიუჟეტი, რკინოსიუჟეტი 1909 წლით თარიღდება – „თბილისის ქალაქისთავის ა. მატინოვის დაკრძალვა“. ვასილ ამაშუკელის მიერ 1912 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური კინონაწარმოებია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0