27-28 იანვარს „ბაკურიანობა 2017“ გაიმართება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, 27-28 იანვარს ტრადიციად ქცეული სახალხო დღესასწაული ,,ბაკურიანობა 2017″ აღნიშნება. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდება როგორც სპორტული ასევე კულტურული ღონისძიებები.
27 იანვარს სპორტულ შეჯიბრებებს უმასპინძლებს დიდველი და ოცდახუთიანები, სადაც გაიმართება თხილამურებით სირბილი, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდით შეჯიბრი და სლალომი, პარკის ტერიტორია კი ჰოკეის უმასპინძლებს.
შეჯიბრებები სამივე ლოკაციაზე პარალელურ რეჯიმში 10:00-დან 16:00 სთ-მდე გაიმართება.
28 იანვარს ექსტრემალური შეჯიბრებები დიდველზე 10:00სთ-დან დაიწყება 15:00სთ-მდე გაგრძელდება.
სპორტული ღონისძიებების დასრულების შემდეგ მოხდება გამარჯვებულების დაჯილდოება, დაჯილდოების პარალელურად 15:00 საათზე გაიმართება ბენდი – GOOFY LAND”- ის და 18:00 საათზე ჯგუფ ,,მგზავრების” კონცერტი. კონცერტებს შორის ხალხის განწყობაზე იზრუნებს დიჯეი.
ღონისძიებას დააგვირგვინებს გრანდიოზული ფოიერვერკი.
„ბაკურიანობის“ დღესასწაული ტრადიციციულია და ის ყოველ წელს აღინიშნება.
ორდღიან ზეიმს, ადგილობრივების გარდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც შეუერთდებიან.

Visited 196 times, 1 visit(s) today