27-28 ნოემბერს ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩის კვეთაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დ. ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე დაზიანებული წყლის მილის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 და 28 ნოემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აღნიშნულ პერიოდში, შეზღუდვა შეეხება ჭონქაძის ქუჩიდან მთაწმინდისა და პ. კაკაბაძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს. ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით. გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის. სამუშაოების მსვლელობის პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით იმოძრავებს.

Visited 21 times, 1 visit(s) today