27-31 ივლისს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ქ.ფოთში მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Visited 228 times, 1 visit(s) today