28 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

28/01/2018

ვერძი
სურვილების ასასრულებლად გარჯა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
უსაქმურობამ შეიძლება დეპრესიაში ჩაგაგდოთ. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასა და ელექტროობასთან. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან.

ტყუპი
უმნიშვნელო საქმეც კი თქვენგან მაქსიმალურ მობილიზებას საჭიროებს. კარგი დღეა კომუნიკაციებისა და ცოდნის მისაღებად.

კირჩხიბი
მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, სპონტანურ საყიდლებს, ხელშეკრულებების გაფორმებას. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, იმხიარულეთ.

ლომი
მოერიდეთ კამათს, ურთიერთობის გარკვევას, კონკურენციას. ეცადეთ, არ დაკარგოთ მეგობარი, ღირსეული ადამიანის სახელი.

ქალწული
გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. რჩევისთვის მეგობრებს მიმართეთ.

სასწორი
მოერიდეთ გაუგებრობას მეგობრებთან. სიფრთხილე გმართებთ საბინაო საკითხების მოგვარებისას. ნუ აურევთ ბიზნესსა და პირად ცხოვრებას.

მორიელი
მოერიდეთ სარისკო ქმედებას. გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოთოკეთ ემოციები და გააზრებულად იმოქმედეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა ურთიერთობისა და ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ზოგიერთი შეიძლება ექსკურსიაზე, დასასვენებლად გაემგზავროს.

თხის რქა
ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. დღეს შეძენილი ნივთი მომავალში იმედს გაგიცრუებთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.

მერწყული
დღეს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. მეგობრებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ. დაკვირვებულად იმოქმედეთ.

თევზები
რთულ საქმეებს ნუ შეეჭიდებით. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. დაეხმარეთ მათ ცოდნის მიღებაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0