28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ უმასპინძლებს

19/09/2019

28 სექტემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურ სახალხო დღესასწაულს „ბოლნისქალაქობა 2019“ უმასპინძლებს. დღესასწაული ბოლნისის ისტორიულ უბანში გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში „დინამო თბილისის“ ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, თამაზ სტეფანიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული ქუჩა გაიხსნება.
დღესასწაულზე ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა, მეწარმეები კი თავიანთ ნაწარმს წარმოადგინენ.
ღონისძიების სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ ბოლნისური ღვინოები დააგემოვნონ. ტრადიციულად წელსაც „ბოლნისქალაქობაზე“ ყურძენი საზეიმოდ დაიწურება. დღესასწაულზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეებიც დაჯილდოვდებიან. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე და სპორტული აქტივობები.
სპეციალურად „ბოლნისქალაქობისთვის“, ქ. თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ – ბენდი“ და ვაჟთა ვოკალური ანსამბლი „ქართული ხმები“ გალაკონცერტს გამართავენ. გალაკონცერტის დასრულების შემდეგ დღესასწაულის სტუმრების განწყობაზე DJ.იზრუნებს.
სახალხო დღესასწაული „ბოლნისქალაქობა“ პირველად 2017 წელს გაიმართა.
“ბოლნისქალქობის ღონისძიებები 15:00 საათზე დაიწყება.
არ გამოტოვო დღესასწაული, რომელიც შენია!

Tweet about this on TwitterShare on Facebook0