3-დან 12 მაისის ჩათვლით, დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 3-დან 12 მაისის ჩათვლით, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა ამოქმედდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მუნიციპალური ავტობუსები და თბილისის მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გზავრებს ვერ მოემსახურება. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებად არის გამოცხადებული, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 3-დან 12 მაისის ჩათვლით, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიზღუდება.

Visited 36 times, 1 visit(s) today