3 იანვარს საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი

3 იანვარს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსამდე, მთაში -16 გრადუსამდე, მაღალმთაში კი -23 გრადუსამდე დაიწევს.

რაც შეეხება დედაქალაქ თბილისს, 3 იანვარს თბილისში -8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

გზებზე შესაძლებელია ლიპყინული, ელექტროსადენებზე კი, შემოყინულობა.

Visited 173 times, 1 visit(s) today