საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინიციატივით „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით,
მეზღვაურებს, რომლებსაც საქართველოში არსებულ საზღვაო საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული აქვთ 3 წლიანი პროფესიული განათლება და მიაღწიეს ექსპლუატაციის დონეს, უფლება მიეცათ აიმაღლონ რანგი.
აღნიშნულ ცვლილებამდე მეზღვაურებს, რომელთაც მიღებული ჰქონდათ 3 წლიანი პროფესიული განათლება, ეზღუდებოდათ მართვის დონის კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღების შესაძლებლობა. 1999 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში მოქმედ საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს ჰყავდათ 1200-მდე კურსდამთავრებული, რომელთაც 4 წლიანი უმაღლესი განათლების ნაცვლად, მიღებული აქვთ მხოლოდ 3 წლიანი პროფესიული განათლება.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, ეს ინიციატივა წინგადადგმული ნაბიჯია ქართველი მეზღვაურების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.
3 წლიანი პროფესიული განათლების მქონე მეზღვაურებს რანგის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ
Visited 171 times, 1 visit(s) today