გურჯაანში ხილის ფესტივალი გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ.გურჯაანში, კურორტი „ახტალა“-ს ტერიტორიაზე ხილის ფესტივალი გაიმართა. ხილის ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
ხილის ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა – ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ – სოლომონ პავლიაშვილმა, პარლამენტის მაჟორიტარმა – დეპუტატმა – დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ ხანდამაშვილმა.

„მეღვინეობა ხომ კახეთის სავიზიტო ბარათია და მეხილეობა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. წელს, კახეთის რეგიონში ხილის ფესტივალის ჩატარების პირველი მცდელობა გვაქვს. სწორედ ამიტომ, მოგმართავთ თხოვნით, ყველა მონაწილეს, რათა გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა და სურვილი, რომ კიდევ უფრო შინაარსიანი და კიდევ უფრო განდიოზული გავხადოთ შემდეგ წლებში ხილის ფესტივალი“- აღნიშნა მხარის გუბერნატორმა მისასალმებელ სიტყვაში.

ხილის ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ხილის ადგილობრივმა მწარმოებლებმა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა, ბიზნეს სექტორის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმოდაგენლებმა. ფესტივალზე სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში კახელმა ფერმერებმა განათავსეს თავიანთ პროდუქცია, გაიმართა ხილის დეგუსტაცია, თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის წარმომადგენლება შექმენს საექსპერიმენტო გარემო, მსგავსი კონცეფციით წარმოდგენილი იქნა ასევე კაჭრეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „აისი“. ფესტივალზე ფერმერების სერტიფიკატებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ხილის ფესტივალი რეგიონში პირველად გაიმართა, რომლის მიზანს წარმოადგენდა:
ადგილობრივად წარმოებული ხილის პოპულარიზაცია, ფერმერთა მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ცნობადობის ამაღლება, როგორც შიდა ისე საექსპორტო ბაზრებზე, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ამავდროულად, ხილის ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ ფერმერებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სამომავლო თანამშრომლობის კუთხით მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

Visited 441 times, 1 visit(s) today