ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის პრეზიდენტს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ის (Cultivating New Frontiers in Agriculture) პრეზიდენტს, სილვან როის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლევან დავითაშვილმა CNFA-ის პრეზიდენტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები და მიღწეული შედეგები გააცნო. მინისტრმა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამაზე ისაუბრა, რომლის დახმარებითაც ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესასყიდად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა ეძლევათ. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ამერიკული ბრენდის „John Deere“ საქართველოში შემოსვლას, რომელიც საუკეთესო ხარისხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას აწარმოებს. John Deere მცირე და საშუალო ფერმერებს საჭირო ტექნიკასთან წვდომის გაუჯობესების შესაძლებლობას მისცემს და დიდი მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ხარისხიან მომსახურებას გაუწევს.
მინისტრმა საქართველოში გავრცელებული მავნებლის, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოზიტიურ შედეგებზეც ისაუბრა და ამ მიმართულებით სამინისტროს აქტიური მხარდაჭერისთვის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფონდს (USAID) მადლობა გადაუხადა. ლევან დავითაშვილმა, მავნებელთან ბრძოლის შედეგად, თხილის მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლისა და ექსპორტის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სოფლის მეურნეობის სექტორში რისკის შემცირების საკითხი წარმოადგენს. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ საქართველოში,
CNFA-ის პრეზიდენტმა, სილვან როიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ CNFA მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიმდინარე პროექტებს და აგრარული დარგის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

Visited 69 times, 1 visit(s) today