ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს შეხვდა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო გააცნო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების წევრებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს უნიკალურ მდებარეობას, სტრატეგიულ ურთიერთობებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებს ევროკავშირთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან, რაც უცხოელ ინვესტორებს მრავალმილიონიან ბაზრებზე თავისუფლად წვდომის საშუალებას აძლევს. ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგ მეწარმეებს საქართველოში ვიზიტისა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ინვესტორებს საქართველოს მთავრობის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ. პრემიერის შეფასებით, ფრანგ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი დელეგაცია ადასტურებს საფრანგეთის დიდ ინტერესს ქართული ბაზრისადმი, რაც მისასალმებელი და დასაფასებელია. ფრანგ მეწარმეთა გაერთიანების დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, საინჟინრო, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში პოტენციურ საინვესტიციო პროექტებს სწავლობენ. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მათი სექტორული შეხვედრები სხვადასხვა უწყებებთან. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდნენ.

Visited 51 times, 1 visit(s) today