ნომინაციაში “საუკეთესო პოეტური კრებული” პრემია “საბა” გადაეცა ვახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის “ელეგია და სხვა”;
ნომაციაში “საუკეთესო რომანი” 2017 წლის ლაურეატი გახდა ალეკო შუღლაძე რომანისთვის “გადამალვა”;
ლიტერატურული პრემია “საბა” ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას;
ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” ლაურეატი გახდა რუსუდან რუხაძე მოთხრობების კრებულისთვის “ერთი თქვენგანი გამცემს”;
2017 წლის ლაურეატი ნომინაციაში “საუკეთესო პიესა” გახდა ლაშა თაბუკაშვილი პიესისთვის “სადღაც, ცისარტყელას მიღმა…”;
ნომინაციაში “ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისთვის” პრემია “საბა” გადაეცა სიბილა ჰაინცეს ანა კორძაია-სამადაშვილის “ვინ მოკლა ჩაიკას” გერმანულ ენაზე თარგმანისათვის;
ნომინაციაში “საუკეთესო ქართული თარგმანი” პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარის” თარგმანისთვის;
პრემია “საბა” ნომინაციაში საუკეთესო ელექტრონული წიგნი” გადაეცა ანდრო ბუაჩიძეს წიგნისთვის “გაზაფხული მოდის ღამეში” და ლუკა ბაქანიძეს მოთხრობების კრებულისთვის “სად ხარ, ლაზარე;
მკითხველის რჩეული ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” გახდა ზურა აბაშიძე წიგნისთვის “როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი”;
ნომინაციაში “საუკეთესო დებიუტი” პრემია “საბა” გადაეცა ბექა ახალაიას კრებულისთვის “ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის”;
ნომინაციაში “საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა” 2017 წლის პრემია “საბას” ლაურეატი გახდა ლევან ბერძენიშვილი წიგნისთვის “წიგნიერების ევოლუცია”;
ნომინაციაში “საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” პრემია “საბა”გადაეცა ნანა ტრაპაიძეს წიგნისთვის “ლიტერატურა და ლიტერატურა”;
აღსანიშნავია, რომ ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც, ცისარტყელას მიღმა“ და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ულოცავს გამარჯვებულებს პრესტიჟული პრემიის მიღებას