30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30/12/2017

ვერძი
ოჯახში შექმენით დღესასწაულის განწყობა. საყვარელ ადამიანთან კამათი მხოლოდ დროის დაკარგვა იქნება.

კურო
საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად იფუსფუსეთ დღესასწაულის მოსაწყობად.

ტყუპი
მოსალოდნელია მივლინება ან საოჯახო ამბების გამო მგზავრობა. სიფრთხილე გმართებთ გზაში.

კირჩხიბი
მოერიდეთ ფულის ფლანგვას. საღამოს შვილებთან ერთად იზრუნეთ სახლის მორთვაზე, საჩუქრების შეფუთვაზე.

ლომი
გაფრთხილდით სტრესული და ტრავმული დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, მოუმზადეთ საჩუქარი.

ქალწული
მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ნათესავებთან. იქნებ, დადგა დრო, რომ გაწყვიტოთ კავშირი წარსულთან.

სასწორი
საღამოს ენერგიის მომატებას იგრძნობთ და საოჯახო საქმეებს ლაღად შეასრულებთ. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მოთმინებით შეხვდით.

მორიელი
დილიდან შეიქმენით კარგი განწყობა. ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას. იყავით ლმობიერი გარშემო მყოფებისადმი.

მშვილდოსანი
ენერგიული ხართ და თქვენთვის შეუსრულებელი საქმეები არ არსებობს. დაკვირვება გმართეთ დეტალებისადმი.

თხის რქა
ემოციებს აყოლილმა არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.

მერწყული
კონკურენტებთან ბრძოლა სამომავლოდ გადადეთ. მოიმატებს თქვენში არტისტულობა და სცენების მოწყობის სურვილი.

თევზები
ნუ გაართულებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. საღამოს ბავშვებთან ერთად განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები, მორთეთ სახლი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0