30 წლიანი პაუზის შემდეგ იანეთის ქალაქთან დამაკავშირებელი გზა იგება

13/03/2017

4 კმ. 600 მეტრი ასფალტო–ბეტონის , ორფენიანი გზა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით იგება და ერთამენთს იანეთის, ჯიხაიშის, ეწერის და ბაძგნარის მოსახლეობას ქალაქთან დააკავშირებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,NEW ROAD“ ასრულებს. სამუშაოების მწარმოებლებს და ადგილობრივ მოსახლეობას სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაესაუბრნენ.
აღნიშნული გზა არა მარტო სოფლების ქალაქთან , არამედ ხონი – სამტრედიის მოკლედ დამაკავშირებელი გზაცაა. აქედან გამომდინარე მოსახლეობა გზის მნიშვნელობაზე საუბრობს და დიდ კმაყოფილებას გამოთქვავს როგორც ადგილობრივი ხელისფულების ასევე მედიის წარმომადგენლებთან.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ აღნიშნა; “ პროექტი გარდამავალია და მისი განხორციელება მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდის დაფინანსებით გიორგი კახიანის დეპუტატობის დროს დაიწყო. ახლა უკვე ბატონი გრიგოლ მიქელაძეც აქტიურად ჩაერთო და ასე ერთობლივად მოხდა სამუშაოების წარმოება. მოგეხსენებათ, რომ პრიორიტეტია გზების მოწესრიგება და ამ მხრივ მუნიცალიტეტში როგორც აქამდე ასევე მომავალშიც არა ერთი პროექტი განხორციელდება”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0