31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31/12/2017

ვერძი
დილიდან შეიქმენით პოზიტიური განწყობა. დღეს გამორჩეული იქნებით ყველაფერში. მთავარია, ღიმილი შეინარჩუნოთ.

კურო
ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია. შეეხმიანეთ ნათესავებს. მორთეთ სახლი და მოამზადეთ გემრიელობები.

ტყუპი
მხიარულება გელით. კარგი დღეა ფლირტისა და ურთიერთობებისთვის. ზოგიერთს კარდინალური ცვლილებები ელის.

კირჩხიბი
საჩუქრების ყიდვისა და გადაცემის დღეა. გაანებივრეთ ბავშვები და საყვარელი ადამიანი. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.

ლომი
მზრუნველობით აავსეთ მშობლები, ბავშვები, საყვარელი ადამიანი. არ დაიშუროთ მათთვის საჩუქრები და ღიმილი.

ქალწული
იღბალი სიურპრიზებს გპირდებათ. საყვარელი ადამიანსა და ბავშვებს ჭირვეულობა უნდა აპატიოთ.

სასწორი
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა და ფლირტი.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, იზრუნეთ მათზე. ზოგიერთს მოულოდნელი მგზავრობა ელის.

მშვილდოსანი
დღევანდელი დღე საჩუქრებსა და პოზიტივს გპირდებათ. შეიძლება თავი სტუმრად – მეგობრებთან და ნათესავებთან უკეთ იგრძნოთ, ვიდრე სახლში.

თხის რქა
მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ახლობლები საჩუქრების გარეშე არ დატოვოთ. ნუ განმარტოვდებით, არ გამოაკლდეთ წვეულებას.

მერწყული
დღეს ლიდერული თვისებები უნდა გამოავლინოთ. გარშემო შექმნათ დღესასწაულის განწყობა, პოზიტივი – ურთიერთობებში.

თევზები
ყველაფერს პოზიტიურად შეხედეთ. დაეხმარეთ ახლობლებს საქმეების მოგვარებაში. დღესასწაულს შინ, ოჯახთან ერთად შეხვდით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0