31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31/10/2019

ვერძი
მშვიდად მოაგვარებთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან. უბრალოდ, ისწავლეთ ადამიანების მოსმენა. პროფესიულ სფეროში რთულ პროქეტებსაც კი მარტივად გაართმევთ თავს.

კურო
ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მიუბრუნდით ძველ საქმეებს. შეიძლება გადაწყვიტოთ და უცხო ენის სწავლის გაგრძელოთ. გარშემო მყოფების მიმართ მეტად უნდა გამოავლინოთ სიყვარული.

ტყუპი
დღეს გონებით უნდა იმოქმედოთ და არა გულით. გააანალიზეთ ყველა დეტალი და გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ მიიღეთ. კონკრეტულ ადამიანთან გულახდილი საუბარი მეტ გამბედაობას შეგძენთ.

კირჩხიბი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ და დარჩენილი თავისუფალი დრო თვითგანვითარებას, მეგობრებთან ერთად დროის გაატარებას დაუთმეთ.

ლომი
საქმეებით და შეხვედრებით (თუმცა, უცნობებთან ნუ გააბამთ საუბარს) დატვირთული დღე გელით. იყავით დაკვირვებული ნებისმიერი ინფორმაციისადმი. არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო.

ქალწული
მოთოკეთ ემოციები და თავშეკავებულად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები. ჯერ კარგად გაიაზრეთ რას გეუბნებიან, რა რეაქცია მოჰყვება თქვენს პასუხს და მერე იმოქმედეთ.

სასწორი
ფილოსოფიურად ხართ განწყობილი. ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი აზრი, რაც დღეს თავში მოგივათ. რეალურად შეხედეთ მოვლენებს და მხოლოდ მნიშვნელოვანი საქმეები აკეთეთ.

მორიელი
დაფიქრდით, რისი მიღება გსურთ საჩუქრად, ან იქნებ, სადმე გამგზავრება გსურთ? “ითხოვეთ და მოგეცემათ” შეიძლება სურვილები ახლობლებმა აგისრულონ.

მშვილდოსანი
არავის გაუმხილოთ თქვენი იდეები, მიზნები. თქვენსავით არავის უხარია თქვენი წარმატება. ნუ გაართულებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან.

თხის რქა
ჩამოწერეთ შესასრულებები საქმეების სია. უპირატესობა გადადებული, დაწყებული ვალდებულებების მოგვარებას მიანიჭეთ. საღამო მეგობრებთან (უცხოელ) ერთად გაატარეთ.

მერწყული
ახალი პროექტები ახალ პარტნიორებთან ერთად დიდი სიფრთხილით უნდა დაიწყოთ. ნუ გგონიათ, რომ ვინმე თქვენს საქმეს გააკეთებს ან უსასყიდლოდ დაგეხმარებათ.

თევზები
არავის ენდოთ, განსაკუთრებით, როცა საეჭვო პირები ფულის შოვნის იოლ გზას გთავაზობენ. საყვარელი ადამიანის ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ. იმოქმედეთ მაქსიმალურად ღირსეულად.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0