4 მილიონი ჭაქვინჯის გზის რეაბილიტაციისთვის

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ედიშერ თოლორაიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა, სოფელ ჭაქვინჯის მოსახლეობას სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის გეგმა წარუდგინეს.
სოფლის საავტომობილო გზა ოცდაათი წელია შეკეთებას საჭიროებს. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს ამორტიზირებული გზის გამო სასწაფო დახმარების ბრიგადებს ძალიან ხშირად ავადმყოფებთან მოსვლა აგვიანდებათ, მოსწავლეები სკოლაში დროულად მოსვლას ვერ ახერხებენ დამტვრეული გზის გამო. მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სწორად შეირჩა პრობლემა და პრიორიტეტადაც ეს გზა დასახელდა.
სოფელ ჭაქვინჯში 30 წლის შემდეგ ათ კილომეტრიანი მონაკვეთი შეკეთდება. აღნიშნული გზა სოფლებს ჯიხაშკარი, ბაღმარანი და ნარაზენს ზუგდიდიდამდე აკავშირებს. სოფლის ცენტალურ საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარი დაიგება. სამშენებლო სამუშაოები ზაფხულში დაიწყება და წლის ბოლომდე გასტანს. ჭაქვინჯის გზის სარეაბილიტაციო პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება 4 (ოთხი) მილიონ ლარს შეადგენს.

Visited 243 times, 1 visit(s) today