ზუგდიდში მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები უტარდება

09/12/2017

ზუგდიდში, კიტიას ქ. #7, ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ორგანიზებითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსახლეობას უფასო კონსულტაციები ალერგოლოგიაში, ტრავმატოლოგიაში, გასტროენტეროლოგიაში, ნევროლოგიაში, პედიატრიასა და დერმატოლოგიაში უტარდება. აგრეთვე, უფასო გამოკვლევა ტარდება სპირომეტრიაში. გამოკვლევები 11:00 საათზე დაიწყო და 17:00 სთ- ჩათვლით გაგრძელდება. მოქალაქეებს საჭიროებისამებრ, მედიკამენტებიც უფასოდ გადაეცემათ. გამოკვლევების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქველმოქმედო საქმიანობაა. ლიგის ექიმები საქართველოს რამდენიმე რეგიონს, მათ შორის სამეგრელოს სტუმრობენ და მოსახლეობას უფასოდ უტარებენ კონსულტაციებსა და დიაგნოსტიკას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0