ბოლნისის მერიამ ცნობილ ველომრბოლელ ნოდარ ბერიძეს უმასპინძლა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ველომარათონის ფარგლებში, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ველოტურის „საქართველო მშვიდობისთვის“ ორგანიზატორს მასპინძლობდა. ცნობილი ველომრბოლელი მერიის თანამშრომლებს შეხვდა და მის მიერ დაგეგმილ ველოტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ველოტურის ორგანიზატორი საქართველიში, ევროპისა და აზიის კონტინენტების გავლით, თურქეთიდან 16 აპრილს შემოვიდა და აღნიშნულ ტურს 26 მაისს თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებაზე დაასრულებს. როგორც თავად აღნიშნა ველო მარათონის მისია მშვიდობისა და კეთილმეზობლობის პროპაგანდა და ადამიანებს შორის დაკარგული კავშირების აღდგენაა. ასევე მისი მიზანია ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. ნოდარ ბერიძე ველოტურის ფარგლებში ხვდება ახალგაზრდებსა და დაინტერესებულ პირებს. უზიარებთ გამოცდილებასა და აწვდით მათთვის საინტერესო ინფორმაციას.

Visited 177 times, 1 visit(s) today