429 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრე გახდა

16/09/2017

429 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მესაკუთრე გახდა.
ძალიან მიხარია, რომ 429 დევნილი ოჯახისთვის ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება დამთავრდა და დღეს ახალი ბინები მიიღეს. ვხედავ ბავშვებს, ვხედავ ასაკოვან ადამიანებს, ყველას ერთად დღეიდან, საშუალება გექნებათ, რომ ადამიანურ პირობებში იცხოვროთ. თუმცა, ყველანი ერთად გამოვთქვამთ იმედსა და მტკიცე რწმენას, რომ ეს თითოეული თქვენგანისთვის დროებითი სახლია, რადგან ჩვენი ყველას სახლი არის ჩვენს სოხუმში, ჩვენს გაგრაში, ჩვენს გალში, ჩვენს ცხინვალსა და ახალგორში, სადაც აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ მანამდე თითოეულ თქვენგანს სჭირდება სახლი. მადლობა თქვენ იმ მოთმინებისთვის, რომლითაც ამ გაჭირვებას უძლებდით წლების განმავლობაში და რომელიც დღეს დამთავრდება.
ძალიან ბევრი დევნილი ჯერ კიდევ ელოდება ბინას და მათ მინდა ვუთხრა, რომ ქუთაისში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა და ამას ემატება მშენებლობები წყალტუბოში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0